28 ოქტ - 27 ნოე
ვიპ
კონკურსი აკადემიური თანამდებობათა დასაკავებლად/ჟურნალისტიკა და ინფორმაცია
თბილისი
- სრული განაკვეთი
- დოქტორი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3-დან 5 წლამდე
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@ciu.edu.ge
განცხადება აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შესახებ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს
აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად
ვიწრო სფერო - ჟურნალისტიკა და ინფორმაცია
სწავლის სფერო - მასობრივი კომუნიკაცია
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 2 ვაკანსია.
ამის შემდგომ დავამატოთ ასეთი ჩანაწერი:
სწავლის სფერო -ჟურნალისტიკა
ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე-1 ვაკანსია
ვიწრო სფერო - ჟურნალისტიკა და ინფორმაცია
სწავლის სფერო - მასობრივი კომუნიკაცია
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 2 ვაკანსია.
ამის შემდგომ დავამატოთ ასეთი ჩანაწერი:
სწავლის სფერო -ჟურნალისტიკა
ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე-1 ვაკანსია
აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველებმა 2024 წლის 02 დეკემბრიდან 2024 წლის 04 დეკემბრის ჩათვლით კონკურსანტთა საბუთების მიმღებ კომისიას უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტები:
- განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი სწავლის სფეროსა და აკადემიური თანამდებობის მითითებით;
- ავტობიოგრაფია (CV);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ერთი ფოტოსურათი;
- კვალიფიკაციის დამადასტურებელი ყველა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტთან / დოკუმენტებთან ერთად წარმოდგენილ უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
- სამეცნიერო–პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
- ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ;
- საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში, სასერთიფიკატო კურსებსა თუ თრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, სასერთიფიკატო კურსებსა და თრენინგებში მონაწილეობა);
- სამეცნიერო სტიპენდიებისა და გრანტების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, არსებობის შემთხვევაში.
- ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ.
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
- დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
- ბოლო 5 წლის განმავლობაში, შესაბამის დეტალურ / სწავლის სფეროში სფეროში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საზღვარგარეთ გამოქვეყნებული პუბლიკაციები);
- ბოლო 5 წლის განმავლობაში ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები);
- იმ სასწავლო კურსების ხედვა, რომლის წაკითხვის სურვილიც აქვს კონკურსანტს აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში;
- საგანმანათლებლო პროგრამისა და სილაბუსის შემუშავების პრაქტიკული გამოცდილება;
- თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკრეტულ სფეროში პროფესიული მუშაობის გამოცდილების მქონე კონკურსანტს;
- თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც ინგლისური ენის ფლობა დაუდასტურდება;
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
- წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად);
- პირველ ეტაპზე შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება/საჩვენებელი ლექციის ჩატარება (ონლაინ, საჭიროების შემთხვევაში).
კონკურსის პირობები:
- საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში;
- ძირითად კრიტერიუმებთან კონკურსანტების განაცხადების შესაბამისობის დადგენის მიზნით, დოკუმენტაციის გადარჩევა მოხდება საკონკურსო კომისიის მიერ.
კონკურსის პირველი ეტაპი (საკონკურსო დოკუმენტაციის შესწავლა) ჩატარდება 2024 წლის 05 დეკემბერს.
კონკურსის მეორე ეტაპი (საჭიროების შემთხვევაში) ჩატარდება 2024 წლის 06 დეკემბერს.
შედეგები გამოქვეყნდება 2024 წლის 06 დეკემბერს.
კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს მისამართზე,
ქ. თბილისი, ჩარგლის ქუჩა #73, VII სართული, ოთახი # 701
უცხოელ კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად, მისამართზე: hr@ciu.edu.ge
ტელ.: 2 61-12-98; 2 30-86-41; 2 10-52-03
მეცნიერება/განათლება
უმაღლესი განათლება
ნახვები 445
უნიკალური ნახვები 436