04 ნოე - 18 ნოე
სტანდარტი
ფეიროლის სპეციალისტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- 1300
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 0-დან 1 წლამდე
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@vivomedical.ge
ვივო მედიქალ გრუპი აცხადებს ვაკანსიას ფეიროლის (ანაზღაურების ადმინისტრირების) სპეციალისტის პოზიციაზე
სამედიცინო ცენტრების გაერთიანება “VIVO Medical Group” 2016 წლიდან აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ წამყვან მულტრიპროფილურ სამედიცინო ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ჟორდანიას კლინიკა, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ბოხუას ქ. 6
სამუშაოს გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30 სთ
ანაზღაურება: 1300 ლარი (ანაზღაურების გაზრდის პერსპექტივით)
ძირითადი მოვალეობები:
- სახელფასო უწყისის მომზადება და ხელფასების დარიცხვაში მონაწილეობის მიღება;
- ფეიროლთან დაკავშირებული რეპორტების მომზადება;
- ფეიროლის მონაცემთა ბაზებთან მუშაობა და დამუშავება ექსელის პროგრამით;
- თანამშრომელთა კონსულტირება სახელფასო საკითხებთან დაკავშირებით;
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება ანაზღაურების ადმინისტრირების მიმართულებით;
- აუცილებელია Excel-ის ცოდნა;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
უნარები:
- გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ანალიტიკური აზროვნება.
შერჩევის ეტაპები:
- ტესტირება (Excel);
- გასაუბრება.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელ.ფოსტაზე - vacancy@vivomedical.ge და მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ფეიროლის (ანაზღაურების ადმინისტრირების) სპეციალისტი“
მადლობას დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!
*** მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი)
ნახვები 55
უნიკალური ნახვები 55