25 ნოე - 02 დეკ
დაზღვევის უმცროსი მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას დაზღვევის უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე,
საცალო გაყიდვების დეპარტამენტში.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, დავით აღაშენებლის ხეივანი 66ა (სათავო ოფისი)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00

ძირითადი მოვალეობები:
  • SME სადაზღვევო პროდუქტების რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა კომპანიებთან მოლაპარაკების წარმართვა;
  • საცალო სადაზღვევო პროდუქტების რეალიზაციის მიზნით, შეხვედრების ორგანიზება და მოლაპარაკებების წარმართვა;
  • არსებული კლიენტების მომსახურება და დამატებითი პროდუქტების შეთავაზება.
  • არსებული კლიენტების კონტრაქტების განახლებების პროცესის მართვა.
  • ყოველდღიური ანგარიშის მომზადება

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, სასურველია ეკონომიკის/ბიზნესის/მარკეტინგის მიმართულებით;
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, სასურველია ფინანსურ სფეროში (ბანკში ან/და დაზღვევა);
  • რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა, მომხმარებლებთან კომუნიკაციის დონეზე;
  • საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა.

აუცილებელი უნარები:
  • ანალიტიკური აზროვნება
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული
  • მიზანდასახული.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2024 წლის 02 დეკემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - დაზღვევის მენეჯერი

სადაზღვევო კომპანია "ალდაგში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში."
დაზღვევა
დაზღვევა (ზოგადი)
ნახვები 2
უნიკალური ნახვები 2