შემდეგი
26 ნოე - 25 დეკ
სამეურნეო სპეციალისტი
თბილისი, დიდი დიღომი, აღმაშენებლის ხეივანი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- მართვის მოწმობაB
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@aldagi.ge
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილდებარეობა: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #66ა (სათავო ოფისი)
სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი (10:00-18:00)
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის ბალანსზე არსებული ინვენტარის/ მარაგების კონტროლი;
- თანამშრომლებისთვის საკანცელარიო ნივთების მიწოდების უზრუნველყოფა;
- კომპანიაში არსებული სამეურნეო საკითხებთან დაკავშირებული საჭიროებების დროული იდენტიფიცირება და აღმოფხვრა - ელექტრობა, დასუფთავება, სანტექნიკა და სხვა;
- ოფისის სხვადასხვა სახის სამეურნეო, საკანცელარიო და საოფისე ინვენტარით მომარაგების პროცესში მონაწილეობის მიღება;
- ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა;
- ოფისებში მიმდინარე სარემონტო პროცესის ზედამხედველობა;
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი ან ტექნიკური განათლება;
- მარტივი ელექტრო და სანტექნიკური სამუშაოების შესრულების გამოცდილება;
- აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის გამოცდილება.
პიროვნული უნარები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სწრაფად ათვისების უნარი;
- დროის მართვის უნარი.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2024 წლის 03 დეკემბერის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - უმცროსი სამეურნეო სპეციალისტი
სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
დაზღვევა
დაზღვევა (ზოგადი)
ნახვები 6
უნიკალური ნახვები 5