შემდეგი
დღეს - 26 დეკ
ბუღალტერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: Ceo@dewool.ge
სატრანსპორტო კომპანია "Dewool Industries " LLC აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
ჩვენ გთავაზობთ:
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
ძირითადი მოთხოვნები:
პიროვნული უნარები:
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: ჰიბრიდული
- სამუშაო საათები: 10:00-18:00 საათი
- სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ისნის მეტროსო (ნავთლუღის ქუჩა)
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების დროული და ზუსტი შესრულება;
- პირველადი დოკუმენტების შედგენა და დამუშავება (ინვოისი, მიღება-ჩაბარება, ანგ.ფაქტურა და ა.შ);
- RS.GE-ზე მუშაობა, ელექტრონულად მოსული დოკუმენტაციის დროული დამუშავება და აღრიცხვა, ანგარიშ-ფაქტურების დადასტურება;
- საბანკო გადარიცხვების წარმოება;
- დებიტორ-კრედიტორების დავალიანების კონტროლი;
- საიჯარო ვალდებულებების, სამივლინებო ხარჯებისა და სხვა ტიპის ხარჯების აღრიცხვა;
- საგადასახადო და სხვა დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
- უშუალო ხელმძღვანელის მოთხოვნით ანგარიშების/რეპორტების მომზადების უზრუნველყოფა;
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
- ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
- სასურველია ACCA-ს საკვალიფიკაციო ხარისხი;
- საბუღალტრო პროგრამა XX-ში მუშაობის გამოცდილება
პიროვნული უნარები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- პუნქტუალურობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე Ceo@dewool.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ბუღალტერი.
სატრანსპორტო კომპანია "Dewool Industries " LLC -ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "Dewool Industries " LLC მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებებს!
ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი)
ნახვები 17
უნიკალური ნახვები 15