30 დეკ - 10 იან
ფინანსური რეპორტინგის სპეციალისტი
თბილისი, საბურთალო, პოლიტკოვსკაიას ქ. (ჯიქიას ქ.)
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
„ამბოლი“ დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტონაწილებისა და საბურავების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:
კომპანია „ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური რეპორტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. N14.

ძირითადი მოვალეობები:
  • თვის ფინანსური დახურვისთვის საჭირო რეპორტების მომზადება;
  • ჯგუფის ფინანსური (ყოველთვიური, კვარტალური, ნახევარწლიური) ფინანსური და მენეჯერული რეპორტების მომზადება;
  • ბიუჯეტირებისთვის საჭირო შეხვედრების ორგანიზება, წარმართვა და შესაბამისი რეპორტების მომზადება;
  • კომპანიის შიდა სტრუქტურებთან, აუდიტორებთან, ჯგუფში შემავალ კომპანიებთან აქტიური თანამშრომლობა;
  • სხვა არასტანდარტული Ad-Hoc რეპორტების მომზადება;
  • თანამშრომლების ყოველთვიური ბონუსების კალკულაციებში ჩართულობა;
  • ბაზებში მონაცემთა სიზუსტის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ფინანსების მიმართულებით (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც);
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა (სასურველია ექსელის Data Modeling-ის - Powerpivot, Power Query ცოდნა).

პიროვნლი უნარები:
  • გუნდური ღირებულებების ერთგულება;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • განვითარებასა და სწავლაზე ორიენტაცია;
  • ცვლილებების მართვის უნარი;

პროფესიული უნარები:
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • მათემატიკური უნარები;
  • პროფესიულ განვითარებაზე ორიენტაცია;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პროცესების ოპტიმიზაციის უნარი;
  • პრობლემის იდენტიფიცირებისა და დამოუკიდებლად მოგვარების უნარი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@amboli.ge 2025 წლის 10 იანვრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - ფინანსური რეპორტინგის სპეციალისტი.

გატყობინებთ, რომ თქვენ მიერ კომპანია „ამბოლი“-სთვის მიწოდებული პირადი სახის ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია „ამბოლი“, როგორც თქვენ პერსონალურ მონაცემებს ასევე განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს დაამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შრომითი ვალდებულებებისა და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და დასაქმებულის შრომითი უნარების შესაფასებლად შემდგომი სამი წლის განმავლობაში."

ბუღალტერია/ფინანსები
ფინანსები(ზოგადი)
ნახვები 18
უნიკალური ნახვები 17